ტრენინგ კურსი „საჯარო პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება“ შემუშავებული და ორგანიზებულია ერთობლივად, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC-ის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და ბრიტანული ორგანიზაციის Public Administration International-ის მიერ, მიმდინარე პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. 

ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და ბრიტანეთის მთავრობა.

კურსის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ძირითადი პრინციპების, მეთოდების და პროცედურების შესახებ, ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად.

გარდა თეორიული სწავლებისა, კურსზე ასევე მოხდება მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და ჯგუფური დავალებებით გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალებით. მიღებული ცოდნა და გამოცდილება საჯარო პოლიტიკის ერთეულების თანამშრომლებს დაეხმარება ყოველდღიური სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაში.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:

  • ცოდნა პოლიტიკის შემუშავების მთლიანი ციკლისა და თითოეული ეტაპის განხორციელების შესახებ;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.