სასწავლო პროგრამა წარმოადგენს დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციას და შედგება ოთხი მოდულისგან:

·         სამოქალაქო ლიდერობა;

·         ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;

·         პროექტის მართვა;

·         ფონდების მოძიება.


აღნიშნული სატრენინგო მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.


აღნიშნული კურსის მეშვეობით მონაწილეები გაეცნობიან თუ რა არის ცვლილება და რა საჭიროებებია საზოგადოების ტრანსფორმაცისთვის; რა არის  ლიდერობა და რა როლი უკავია სამოქალაქო ცვლილებისა და განვითარების პროცესში.

აღნიშნული მოდული საშუალებას გვაძლევთ შევისწავლოთ ფონდების მოძიების შესაძლებლობები, მეთოდები და პროცედურები.

აღნიშნული მოდულით კურსის მონაწილეები გაეცნობიან პროექტის მართვის მეთოდოლოგიისა და საშუალებების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

მონაწილეები გაეცნობიან თუ როგორ იმუშაონ განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რა გზავნილებით და საკომუნიკაციო არხებით მიმართონ მათ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობა სამოქალაქო ინიციატივებში.