
საჯარო პოლიტიკის ანალიზი
კურსის შესახებ:
კურსის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა საჯარო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი პრინციპების შესახებ, ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად. გარდა თეორიული სწავლებისა, კურსზე ასევე მოხდება მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და ჯგუფური დავალებებით გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალებით. მიღებული ცოდნა და გამოცდილება საჯარო პოლიტიკის ერთეულების თანამშრომლებს დაეხმარება ყოველდღიური სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაში.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:
- ცოდნა პოლიტიკის შემუშავების მთლიანი ციკლისა და თითოეული ეტაპის განხორციელების შესახებ;
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
სატრენინგო პროგრამა შემუშავებულია ბრიტანელი და სლოვაკი ექსპერტების - ფილიპ დეივისისა და კატარინა სტარონოვას მიერ, ქართული გამოცდილების გათვალისწინებით და მას წარმართავენ ქართველი ტრენერები, რომლებმაც შესაბამისი კონსულტაციები გაიარეს კურსის შემმუშავებლებთან. ტრენინგს ჯგუფების მიხედვით წარუძღვებიან: ნანი მაჭარაშვილი და ნოდარ ტანგიაშვილი.