სიახლეები

მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ

 
Picture of ctconline ადმინისტრაცია
მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ
by ctconline ადმინისტრაცია - Thursday, 21 June 2018, 6:25 PM
 

ონლაინ კურსის მიზანია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სამოქალაქო განათლება, დემოკრატია, მშვიდობის მშენებლობა, მშვიდობის სწავლება, სოციალური და კულტურული მრავალფეროვნებამოქალაქეობა, ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში და ა.შ.     

აღნიშნული ონლაინ კურსის, პირველი ნაწილის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ და შესაბამისად ცოდნა გაიღრმავონ ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • სამოქალაქო განათლება, მშვიდობის სწავლება (განათლებამშვიდობისათვის) და მშვიდობის მშენებლობა
  • ადამიანის უფლებები, უმცირესობათა უფლებები და არაძალადობრივი მოქმედება
  • მრავალფეროვნება: სოციალური, კულტურული რელიგიური და გენდერული მრავალფეროვნება

გავლილი მასალის უკეთ გააზრებისა და ცოდნის შემოწმების მიზნით, მასწავლებლებმა თითოეული თემის გავლის შემდეგ,  უნდა შეავსონ ტესტი.

სამივე მოდულის საფუძვლიანად დამუშავების შემდეგ, თითეულმა მასწავლებელმა უნდა დაწეროს ესსე მოცემული საკითხებიდან ერთ-ერთზე.

მოდულების გასავლელად მასწავლებლებს აქვთ სამი კვირა.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა ხორციელდებაევროკავშირის მიერ  STRIVE Global-ის პროგრამის, ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ” ფარგლებში. პროექტი ეხება მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობებისა და ტოლერანტობის გაძლიერებას. აღნიშნულ პროგრამას Hedayah ახორციელებს.


პროექტის მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროულად მოხდეს იმ კონფლიქტების პირველი ნიშნების შემჩნევა, რომელიც  ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ნიადაგზე შეიძლება განვითარდეს და მოსწავლეთა რადიკალიზაციასა და  შეუწყნარებლობას შეუწყოს ხელი.   

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაიუმჯობესონ  სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ჩატარებისათვის აუცილებელი კომპეტენციები და გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური კონფლიქტები, დისკრიმინაცია და ძალადობა.
  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ძალადობრივი და დისკრიმინაციული კონფლიქტების მოგვარების პროცესში, როგორც სასკოლო ასევე სათემო დონეზე.

 

მოცემული ამოცანების გადასაწყვეტად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო გარემოს ყველა ჯგუფთან ურთიერთობასა და მუშაობას: ახალგაზრდებთან, სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან.

პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად.

პროექტის ფარგლებში, 12 თვის მანძილზე აქტიურად განხორციელდება სხვადასხვა სახის საქმიანობები: როგორც  სასკოლო გარემოსა და აკადემიური პერსონალისათვის, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. პროექტში ჩართული იქნება საქართველოს 4 რეგიონის 16 სკოლა.