სასწავლო პროგრამა "სამოქალაქო ლიდერობა" "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" სასერთიფიკაციო პროგრამაა.

სასწავლო პროგრამა დასწრებული და დისტანციური  სწავლების კომბინაციაა და ოთხი მოდულისგან შედგება: 

·         სამოქალაქო ლიდერობა;

·         ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;

·         პროექტის მართვა;

·         ფონდების მოძიება.

პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარ თემში ან რეგიონში დადებითი ცვლილების განხორციელება.

 

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

·         მოძებნონ და ითანამშრომლონ თანამოაზრეებთან თემსა და/ან რეგიონში;

·         წარმატებით გაუძღვნენ სათემო პროექტებს, ინიციატივებსა თუ კამპანიებს;

·         მოიძიონ რესურსები სამოქალაქო და სათემო ინიციატივების განსახორციელებლად;

·         მოიზიდონ მხარდამჭერები სამოქალაქო და სათემო პროექტებისა და კამპანიებისთვის;

·         შეძლონ ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' (CSSIGE).

პროექტისამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივამიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი“, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან“, „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან“, საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან“ თანამშრომლობით.


ბოლო ცვლილება: შაბათი, აგვისტო 18 2018, 11:59 PM