რეგიონული განვითარება
რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები
ონლაინ სასწავლო პროგრამა ,,რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები“ შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ამაღლებას რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობის, მიზნებისა და პრაქტიკის შესახებ.
პროგრამაში განხილულია რეგიონული განვითარების პოლიტიკის ისტორიული, თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; ევროკავშირის კოჰეზიის (გათანაბრების) პოლიტიკა, რეგიონული განვითარების მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმებები, რეგიონული განვითარების პოლიტიკის მართვის
პროცესში მონაწილე ინსტიტუტები და მათი დაფინანსების მექანიზმები; ყურადღება გამახვილებულია საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და მექანიზმების, რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში ინტერსექტორული
თანამშრომლობის საკითხებზე.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:
- ცოდნა რეგიონული პოლიტიკის თეორიული მიდგომების, პრაქტიკული ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების შესახებ;
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
კურსზე რეგისტრაციის კოდია: regional
რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები - სილაბუსი>>
კურსზე რეგისტრაციის ინსტრუქცია >>