"სამოქალაქო ლიდერობის" სასწავლო პროგრამა

"სამოქალაქო ლიდერობის" სასწავლო პროგრამა

by ctconline ადმინისტრაცია -
Number of replies: 0


კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერთიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე სამოქალაქო ლიდერობა.

სასწავლო პროგრამა დასწრებული და დისტანციური  სწავლების კომბინაციაა და ოთხი მოდულისგან შედგება: 

  • ლიდერობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;
  • პროექტის მართვა;
  • ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.


ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ:

პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარ თემში ან რეგიონში დადებითი ცვლილების განხორციელება.

 

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • მოძებნონ და ითანამშრომლონ თანამოაზრეებთან თავიანთ თემსა და/ან რეგიონში;
  • წარმატებით გაუძღვნენ სათემო პროექტებს, ინიციატივებსა თუ კამპანიებს;
  • მოიძიონ რესურსები სამოქალაქო და სათემო ინიციატივების განსახორციელებლად;
  • მოიზიდონ მხარდამჭერები სამოქალაქო და სათემო პროექტებისა და კამპანიებისთვის;
  • შეძლონ ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

რეგისტრაცია და თარიღები:

  • სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 დეკემბერი, 2019წ. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს http://bit.do/CLC_6
  • დისტანციური სწავლების ფაზაა 25.11.2019-დან 18.01.2020-მდე.

დასწრებული მეცადინეობები გაიმართება:

ეტაპები

მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ საქართველოდან

მონაწილეებისთვის დასავლეთ საქართველოდან

I ეტაპი

(2 მოდული)

26-30 იანვარი 2020წ.

01-05 თებერვალი, 2020წ.

II ეტაპი

(2 მოდული)

08-12 თებერვალი 2020 წ.

13-17 თებერვალი, 2020წ.


პირველ ეტაპზე შერჩეულ აპიკანტებთან მოხდება წინასწარი გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში: +995 32 220 67 74; +995 32 220 67 75, +995 591 400 630, ან მოგვწერეთ: info@ctc.org.ge


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს >>