სიახლეები

რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები

 
Picture of ctconline ადმინისტრაცია
რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები
by ctconline ადმინისტრაცია - Tuesday, 12 March 2019, 3:23 PM
 



"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერთიფიკაციო ონლაინ კურსზე: რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები. ონლაინ კურსი არის თვითადმინისტრირებადი პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 ვიდეო ლექციას, სპეციალურად კურსისთვის შექმნილ საკითხავ მასალასა და მდიდარ დამატებით ლიტერატურას.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული განვითარების პოლიტიკის ისტორიული, თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; ევროკავშირის კოჰეზიის (გათანაბრების) პოლიტიკა, რეგიონული განვითარების მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმებები, რეგიონული განვითარების პოლიტიკის მართვის პროცესში მონაწილე ინსტიტუტები და მათი დაფინანსების მექანიზმები; ყურადღება გამახვილებულია საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და მექანიზმების, რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში ინტერსექტორული თანამშრომლობის საკითხებზე. (იხ. კურსის სილაბუსი)

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:

  • ცოდნა რეგიონული პოლიტიკის თეორიული მიდგომების, პრაქტიკული ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების შესახებ;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

ონლაინ სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რეგისტრირებული, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შერჩეული მომხარებლებისთვის 15/04/2019 -დან 24/05/2019-მდე. 

ონლაინ კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2019წ.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს>>

მონაწილეობა უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში: +995 32 220 67 74; +995 32 220 67 75, +995 598 39 88 81 ან მოგვწერეთ: Salome.sichinava@ctc.org.ge