ჩარიცხვის პარამეტრები

„მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის“ სასწავლო მოდული განკუთვნილია მცირე მეწარმეებისათვის ან მათთვის, ვინც გეგმავს საკუთარი საქმის წამოწყებას და სურს მეტი იცოდეს  ბიზნესის ადმინისტრირების შესახებ. მართვა-ორგანიზების თეორიული საფუძვლები, გამოყენებითი საშუალებები თუ  პრაქტიკული ხერხები, რომლებიც განიხილება მოდულს ფარგლებში, დიდ წილად უნივერსალურია და, შესაბამისი დარგობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, თანაბარი წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, გადამუშავება, წარმოება, მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ მრავალი სხვა.

სულ მოდული ხუთი ნაწილისაგან შედგება. ეს ნაწილებია: „სამეწარმეო ხედვა“, „ოპერაციები“, „გაყიდვები და მარკეტინგი“, „ფინანსები“. „სამეწარმეო ხედვა“, რომელსაც ამჟამად გავდივართ, აიგივებს მეწარმის ხედვას მცირე საწარმოს სტრატეგიასთან და მოიცავს პროდუქტთან, მომხმარებელთან, ფასწარმოქმნასა და კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. „ოპერაციები“ ეთმობა წარმოების თუ მომსახურების დაგეგმვას, ადამიანური რესურსებისა, საწარმოო სიმძლავრისა და მარაგებისა მართვას, ხარისხის კონტროლს. „გაყიდვები და მარკეტინგი“ აერთიანებს ხერხება და საშუალებებს, რომლებიც მიმართულია გაზარდოს საწარმოს ცნობადობა, დააინტერესოს მომხმარებელი და უბიძგოს მას შეიძინოს საწარმოს პროდუქტი. „ფინანსების“ ნაწილი ფარავს ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტის შედგენას, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების გამოანგარიშებას და დანახარჯი-მოცულობა-მოგების ანალიზს.  მოდულის ყოველი საკითხი მოიცავს ხანმოკლე პრეზენტაციას და შესაბამის თვალსაჩინო მასალას. ყოველ საკითხს ახლავს სავარჯიშოები. ისინი მნიშვნელოვანია პრეზენტაციის სახით მოცემული მასალის გააზრებისათვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მოდული იქნება პრაქტიკული და საინტერესო, დაეხმარება მონაწილეს გაიღრმავოს ცოდნა და მართოს ბიზნესი კიდევ უფრო ეფექტურად.

 

 


სტუმრებს არ აქვთ უფლება ამ კურსზე შესვლის. შემოდით როგორც მომხმარებელი.